ჩვენი ხილის წარმოშობა

საქართველო მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ხმელეთის მესამედზე მეტი დაფარულია ხშირი ტყეებითა და მთებით.

ფართოდ გავრცელებული ტრადიციული სოფლის მეურნეობა ხასიათდება საკვები ნივთიერებებით მდიდარი და უპესტიციდო ნიადაგებით, რომლებიც იდეალურია ორგანული მეურნეობისთვის. 22 სხვადასხვა მიკროკლიმატური ზონა იძლევა განსაკუთრებით ხანგრძლივი მოსავლის პერიოდის საშუალებას.

თბილისი, დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაი, სადაც დაახლოებით 1.5 მილიონი მოსახლეა. ქალაქი მდებარეობს ხელსაყრელ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო მარშრუტებთან ახლოს და, შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობაში. ისტორიის მანძილზე ეს მახასიათებელი ქალაქს მნიშვნელოვან პუნქტად აქცევდა მეტოქე იმპერიების გზაჯვარედინზე. ამავდროულად,მან ჩამოაყალიბა მულტიკულტურული ქალაქი, რომელშიც 100-ზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს.

ფართოდ გავრცელებული ტრადიციული სოფლის მეურნეობა ხასიათდება საკვები ნივთიერებებით მდიდარი და უპესტიციდო ნიადაგებით, რომლებიც იდეალურია ორგანული მეურნეობისთვის. 22 სხვადასხვა მიკროკლიმატური ზონა იძლევა განსაკუთრებით ხანგრძლივი მოსავლის პერიოდის საშუალებას.

თბილისი, დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაი, სადაც დაახლოებით 1.5 მილიონი მოსახლეა. ქალაქი მდებარეობს ხელსაყრელ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო მარშრუტებთან ახლოს და, შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობაში. ისტორიის მანძილზე ეს მახასიათებელი ქალაქს მნიშვნელოვან პუნქტად აქცევდა მეტოქე იმპერიების გზაჯვარედინზე. ამავდროულად,მან ჩამოაყალიბა მულტიკულტურული ქალაქი, რომელშიც 100-ზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს.

კახეთი

კახეთი

ღვინის წარმოებით ცნობილი კახეთის რეგიონი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი თვალწარმტაცი ლანდშაფტი მოიცავს კავკასიონის მთების დათოვლილ მწვერვალებს, ზღვის დონიდან 3300-დან4500 მეტრამდე სიმაღლეზე, ასევე ფოთლოვან ტყეებს, დაახლოებით 85% წიფელი, მუხა და რცხილა.რეგიონს ახასიათებს კირქვოვანი და თიხნარი ნეშომპალა ნიადაგები.

კლიმატი ზომიერი და მშრალია ზაფხულის სეზონზე.

ტერიტორიაზე გაშენებულია ქლიავი, ყურძენი და მარწყვი.

კახეთი
სამეგრელო-ზემო სვანეთი

სამეგრელო-ზემო სვანეთი

მდებარეობს დასავლეთ საქართველოში და მოიცავს ისტორიულ ქართულ პროვინციებს სამეგრელოსა და ზემო სვანეთს. ტერიტორიისთვის დამახასიათებელია ნესტი და მოყვითალო მიწა. შემდეგი კლიმატური პირობებია დამახასიათებელი რეგიონისთვის: ზომიერი, სუბტროპიკული,სუბალპური და ალპური.

ამ რეგიონის ძირითადი პროდუქტებია კივი, ფეიხოა და ციტრუსები.

სამეგრელო-ზემო სვანეთი
რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი

ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში არის რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. ამ ტერიტორიებზე ერთდროულად არის შესაძლებელი ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული რესურსების რაციონალური გამოყენება, ეკოტურიზმი და გარემოს დაცვა. რეგიონში გავრცელებულია თიხნარი, ქვიშიანი, კირქოვანი, ნახშირორჟანგით გაჯერებული ფიქლის ნიადაგები. კლიმატი ზომიერად ნოტიო, სუბტროპიკული და მთა-სუბტროპიკულია.

რეგიონში ძირითადად გაშენებულია ყურძენი, ვაშლი და ატამი.

რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი
ქვემო ქართლი

ქვემო ქართლი

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. რეგიონის რელიეფი მოიცავს მთა გრეხილებს, ნახევრად უდაბნო ტერიტორიებს დაძალიან ვრცელ ვაკეებს. კლიმატი მშრალი და შედარებით თბილია. ტერიტორია ხასიათდება ნახშირბადოვანი და თიხნარი ნიადაგით.

აქ ძირითადად გაშენებულია ნესვი, ატამი და ქლიავი.

ქვემო ქართლი
მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა-მთიანეთი

საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს მცხეთა-მთიანეთი. რეგიონი ცნობილია თავისი რბილი კლიმატური პირობებით,თუნდაც ზამთარში. ზაფხული ჩვეულებრივ გრძელი და ცხელია. ქვეყნის ეს კუთხე, განსაკუთ რებითმთებისა და ვაკეების შთამბეჭდავი კომბინაციის წყალობით, ძალიან მიმზიდველი და მრავალფეროვანია.აქ არის დიდი კავკასიონის დათოვლილი მწვერვალები 3500-დან 5000 მეტრამდე, მთის უღელტეხილები,შორეული ტბები და ალპური ხეობები.

რეგიონში გაშენებული ამსხალი, კომში და ალუბალი.

მცხეთა-მთიანეთი
აჭარა

აჭარა

აჭარა მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მცირე კავკასიონის ტყიან მთისწინეთებსა და მთებზე. უმაღლესი მთები ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მეტია. აჭარა ცნობილია ნოტიო კლიმატით და ხანგრძლივი წვიმებით, თუმცა გაზაფხულზე და ზაფხულის თვეებში ძალიან ცხელა.რეგიონს აქვს სხვადასხვა ტიპის ნიადაგი, წითლიდან დაწყებული ყვითელ და ყავისფერამდე.

რეგიონში გაშენებული პროდუქტებია ვაშლი, ფეიხოა, ციტრუსები.

აჭარა
შიდა ქართლი

შიდა ქართლი

შიდა ქართლი ცენტრალურ საქართველოში მდებარეობს. ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი ალუვიური, ნაყოფიერი ნიადაგები.კლიმატი თბილი და ნოტიოა, იტალიის ალპების სამხრეთ მთისწინეთის კლიმატის მსგავსი. აქ გაშენებულია ატამი, ვაშლი და გარგარი.

შიდა ქართლი
იმერეთი

იმერეთი

საქართველოს დასავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის აუზთან, მდებარეობს იმერეთი. ეს არის რელიქტური ტყეების, ულამაზესი ჩანჩქერების, უძველესი მონასტრების, იდუმალი გამოქვაბულების, გემრიელი კერძებისა და უნიკალური ღვინის ტერიტორია. რეგიონი საქართველოს სხვა ნაწილებისგან სუბტროპიკული,ნოტიო და ძალიან თბილი კლიმატით განსხვავდება. ნიადაგი ძალიან კირქვიანია.აქ გაშენებულია ყურძენი, ხურმა და მსხალი.

იმერეთი
სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ესაზღვრება სომხეთსა და თურქეთს.რეგიონი ხასიათდება კონტინენტური კლიმატით, ზაფხულის პერიოდი გრძელდება 4-5 თვე. ძალიან კონტრასტული კლიმატის გამო ჯავახეთი არც თუ ისე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. ზამთარში აქ უფრო ცივია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ზოგჯერ ტემპერატურა მინუს40 გრადუსამდე ეცემა.

აქ გაშენებულია მსხალი,ვაშლი და მრავალი სხვადასხვა კენკრა.

სამცხე-ჯავახეთი
გურია

გურია

უშუალოდ შავი ზღვის სანაპიროზე, გურია მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. აქ ორი ძირითადი ლანდშაფტის ტიპია: სანაპირო ზონები, სადაც დომინირებს სოფლის მეურნეობა, ხასიათდება ბრტყელი, ღია ლანდშაფტებით კავკასიონის მთებისა და მცირე კავკასიონის მთისწინეთის ფართო ხედით. ნიადაგი უპირატესად წითელია. კლიმატი სუბტროპიკული და ნოტიოა.

რეგიონში გაშენებულია მსხალი, მანდარინი და კივი.

გურია